2004 წელი
10-12-2012
ბროშურა "ქუთაისის კომუნალური მეურნეობა" გამოცემულია ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა თვითმმართველობასა და კომუნალურ მეურნეობაში" ფარგლებში. პროექტით განხრციელდა საზოგადოებრივი აზრის ანკეტური გამოკითხვა, მისი ანალიზის, შედეგების მიწოდება ფართო საზოგადოებაზე და პროფესიონალთა ჯგუფის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, პრობლემის აღმოფხვრის მოკლევადიანი წინადადებების ჩამოყალიბება, რომელიც მიეწოდა შესაბამის სამსახურებს.
საზოგადოებრივი აზრის ანკეტური გამოკითხვა ჩატარდა რესპონდენტების უშუალო გამოკითხვით მათი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ორი სახით ერთი იყო მოქალაქეთა გამოკითხვა მათი ანონიმურობის დაცულობით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მართვის ტერიტორიული ორგანოს მიერ და მეორე სახეს წარმოადგენდა თვით ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია "ასა"–ს მიერ დარგობრივი გამოკითხვა (განათლება, ჯანდაცვა და სპორტი, ხელოვნბა და მასმედია, საბანკო სისტემა, დანარჩენი). სულ გამოკითხული იქნა 2000 რესპონდენტი. გამოკითხულთა 42,3% საინფორმაციო წყაროდ იყენებს ტელევიზიას, 20,3% მეზობლებს, 12,8% რადიოს, 12,6% გაზეთებს ფა შემდეგ მოდის მეგობრები, ოჯახის წევრები და ბოლოსაა დარგის წარმომადგენლები.
გამოკითხვის თანახმად რესპონდენტებისათვის ყველაზე პრობლემური დარგია ელმომარაგება – 35,1%, გაზმომარაგება – 18,2%, წყალმომარაგება – 9,6%. აღნიშნულ შეკითხვაზე ყველაზე დამაფიქრებელი პასუხია "მიჭირს პასუხი" – 26,1%, რაც ნამდვილად შეესაბამებოდა იმ პერიოდს, როდესაც პრობლემები არ გვაკლდა.
წარმოდგენილი გამოკითხვა შედგებოდა 17 კითხვიდან, რომელზეც გასაცემი პასუხთა რაოდენობა შეადგენდა 92. აქედან პირველი სამი კითხვა იყო რესპონდენტების დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგი 2 რესპონდენტის ინფორმირებულობა და ინფორმაციის წყარო, შემდეგი 3 ენერგეტიკის (გაზი, წყალი, ელენერგია) დარგების შეფასება ქუთაისის პირობებისათვის. დანარჩენი 4 შეკითხვა წარმოადგენდა მომხმარებლების შეხედულებას პრობლემის გაუმჯობესებისათვის, სადაც რა თქმა უნდა დიდია პასუხები "არ ვიცის" ან "მიჭირს პასუხი". პასუხებიდან გამომდინარე ქუთაისში ამ დროისათვის ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო ელენერგიით მომარაგების დარგში. მას ემსახურებოდა ერთი სახელმწიფო და ხუთი კერძო კომპანია, რომლიდანაც სწორედ სახელმწიფო კომპანიას მიიჩნევდნენ ყველაზე ცუდ მიმწოდებლად – 62,2%.
ერთ–ერთი დიდი პრობლემა იყო ელენერგიის კვების სქემა (ინდივიდუალური კვების განხორციელება ქვესადგურიდან) და ტარიფის არამდგრადობა, თუმცა ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ). სემეკ–ის დადგენილი ტარიფით სარგებლობდა მხოლოდ 34,5% ადამიანი, დანარჩენი იხდიდა მეტს და რაც ყველაზე აღმაშფოთებელი იყო – 16,9% არ იცოდა რას იხდიდა და რა ტარიფი არსებობდა საერთოდ.
ბოლო კითხვა ეხებოდა მომავლის ხედვას და იგი წარმოგვიდგება შემდეგნაირად: მჯერა საქმეს გამოასწორებენ – 20,1%; მეეჭვება მათი პატრიოტიზმის – 12,2%; არასაიმედო პარტნიორებია – 11,5%; კორუმპირებული ხალხია – 18,3%; მათი არ მჯერა – 24,6%; მიჭირს პასუხი – 11%.
ბროშურაში ანკეტური გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია მუნიციპალიტეტებისა და დარგობრივი პროფილების მიხედვით მიღებული პასუხების შედეგებად ცალ–ცალკე.
გამოკითხვის შედეგებიდან და არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, სამივე დარგში მოწვეულმა ექსპერტებმა ჩამოაყალიბეს შემდეგი მოსაზრებები.
საექსპერტო დასვნა ქუთაისის ელექტროენერგეტიკაში განიხილავს იმ მომენტისათვის არსებულ მდგომარეობას, აფასებს როგორც საგანგაშოს და განიხილავს იმ დროისათვის არსებული "საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია 2020 წლამდე" დოკუმენტიდან გამომდინარე შემდეგი კომპონენტებითა თუ ბლოკებით:
კვლევა ჩაატარა და დასკვნა გააკეთა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, ელექტროტექნიკური ფაკულტეტის მეცნიერმა ბატონმა მერაბ კუხიანიძემ.
ქუთაისის სასმელი წყლით მომარაგების და კანალიზირების საექსპერტო შესწავლა, ნაკლოვანებები და სარეკომენდაციო წინადადებები შეასრლა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კომუნალურ საკითხთა კომისიის წევრმა თამაზ გიორგაძემ. აღნიშნულ ანგარიშში განხილულია სასმელი წყლის მოპოვების ტექნოლოგია, მოპოვებული წყლის ქალაქამდე ტრანსპორტირებისათვის საჭირო მილების მდგომარეობა და გასატარებელი ღონისძიებები, სასმელი წყლის მომხმარებელზე, მიწოდების მდგომარეობა და გატარებული ღონისძიებები, სატუმბო სადგურების მდგომარეობა, მოპოვებული და რეალიზირებული წყლის აღრიცხვა, კანალიზაციის ქსელები და გამწმენდი ნაგებობები, კადრები.
აღნიშნული მოხსენების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ განუხორციელებელია (ქალაქის ცენტრის ძირითადი ქსელი, წყალმიმღები რეზერვუარების რეკონსტრუქცია–აღდგენა, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების აღდგენა–რეკონსტრუქცია), თუმცა რაღაც ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა და რაც მთავარია დაიწყო მომხმარებელთა აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროცესი, სასმელი წყლის მრიცხველების დადგმით.
პროექტის ამ კომპონენტის ნაწილი გათვალისწინებულია 2006 წლის პროექტში და შესრულებულია ნაწილობრივ (60%) 2011 წლამდე.
ქუთაისის ბუნებრივი გაზით მომარაგების მეურნეობის საექსპერტო დასკვნა გაკეთებულია გაზის ზედამხედველობის სახელმწიფო უწყების სამთო–ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ექსპერტის ბატონ ვლადიმერ უშვერიძის მიერ. საექსპერტო დასკვნაში ძირითად პრობლემათ წარმოდგენილია მოძველებული გაზ–გამანაწილებელი დაბალი და საშუალო წნევის ქსელი, რის გამოც დანაკარგები გაზრდილია 10-15%; ამას ემატება თვით მომხმარებლის მიერ უკანონო მითვისება 10-15% რის გამოც მომწოდებელი კომპანიისათის პროდუქციის დანაკარგები გაიზარდა 25-30%–მდე. გაზის მიმწოდებელი კომპანია ვერ აწარმოებს გაზის ხარისხიან და საჭირო რაოდენობის ოდორანტის (ეთილმერკაპტანი) დამატებას, რის გამოც გაზის თავისუფლად გაჟონვის შემთხვევაში მკვეთრი სუნი არ იგრძნობა,რაც იწვევს ავარიებს იქამდე ლეტალური შედეგებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ქუთაისში რამოდენიმე წლით შეჩერებული იყო ბუნებრივი გაზით მომარაგება. ამ პერიოდის განმავლობაში მოშლილი იყო ყოველგვარი ორგანიზაციული თუ საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელება, შეჩერებული იყო ბუნებრივი გაზის მოწოდების პროცესები. აღნიშნულმა 6-7 წელიწადმა საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა ქალაქის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, მომწოდებელი–მომხმარებლის ურთიერთობათა პროცესებზე და გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობაზე და შესაბამისად ქალაქის ეკონიმიკაზე.
კომუნალური მეურნეობის მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გაკეთებული საექსპერტო დასკვნების შესაბამისად გამომდინარე გაკეთებული იქნა საკმაოდ ზოგადი ეკონომიკური ანალიზი, რომელიც შეასრულა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტმა ბატონმა ემზარ ჯულაყიძემ. ანგარიში შეეხება კომუნალურ დარგებში არსებული მდგომარეობის განხილვას შემდეგი საერთო კომპონენტების მიხედვით – კადრები, ფინანსური წყაროები, გაწეული მომსახურეობისათვის მისაღები საფასურის ამოღება, სატარიფო პოლიტიკა, აღრიცხვა–ანგარიშგება, ტექნიკურ–ტექნოლოგიური მდგომარეობის გავლენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სარეაბილიტაციო პროცესების და მისი განხორციელების კარგი მაგალითი ქუთაისის ბუნებრივი გაზით მომარაგების მაგალითზე, სტატისტიკური აღრიცხვიანობა, კომუნალური დარგების კოორდინაციის საკითხები. განხილულ მასალაში მოცემულია რიგი საკითხების მიხედვით სარეკომენდაციო წინადადებები. ანალიზის ბოლოს ექსპერტს მოცემული აქვს საკმაოდ ლაკონური დასკვნა, როგორიცაა:
„ამდენად მოსახლეობის კომუნალური მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით პირველ რიგში გადასაწყვეტია აღრიცხვის სრულყოფა, ტარიფების დარეგულირება, ცივილიზერბული ურთიერთობების დამყარება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის და წინასწარი გადახდის ელემენტების დანერგვა“.
აღნიშნული ბუკლეტი განხილვის და გამოცემის შემდეგ მივაწოდეთ მერიასა და საკრებულოს, კომუნალური დარგის კომპანიებს, ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს შესაბამისი დარგის სტდუტენტებისათვის და ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტის შესახებ საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება ქუთაისში გამომავალი პრესიდან, როგორც უშუალოდ პროექტით მოკვლეული მასალებიდან, ასევე აქტივობების შესახებ. ამ უკანასკნელიდან გამოვყოფთ ჩვენს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებს, რომელსაც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის პუბლიკაციებში.
ჩვენი პროექტის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების ნუსხა შემდეგია:
აღნიშნული საგაზეთო სტატიებიდან ყველაზე აქტუალურად და საინტერესოდ ჩავთვალეთ გზეთ “P.S.”-ის 22-28 ნოემბრის სტატია, რომელიც წარმოდგენილია პირვანდელი ტექსტის სახით.
* * *
„ნეტავი, ყველანი ერთ დღეს დამაწყვეტინა და ამით ხალხის წვალება აღმომაფხვრევინა, გამათავისუფლებინა იმათი სადისტური და ყოვლად გაუმართლებელი მოქმედებისაგან“-ეს სურვილი ნიკეას დასახლებაზე მცხოვრებ მამაკაცს ენერგეტიკის, გაზისა და წყალსადენის სამსახურების მესვეურებისადმი ამ სფეროში არსებულმა განუკითხაობამ გაუჩინა. მოქალაქემ თავისი გულისტკივილი ამ ფორმით ანკეტის შევსებისას გამოხატა და ბოლოს თავისი გვარ-სახელიც მიაწერა,მიუხედავად იმისა,რომ ანკეტაში ეს პირობა არ იყო და თავისი შეხედულებების გამოთქმა მას სრული ანონიმურობის დაცვით შეეძლო.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თემაზე „ქუთაისის ენერგეტიკული პრობლემები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ - იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო საინფორმაციო ასოციაცია „ასა“-მ ჩაატარა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა თვითმმართველობასა და კომუნალურ მეურნეობაში“.
გამოკითხვა კი ორი პრინციპით ჩატარდა-საცხოვრებელი ადგილების მიხედვით ადგილობრივი ტერიორიული მართვის ორგანოების მეშვეობით და უშუალოდ „ასა“-ს მიერ მიზნობრივი ჯგუფების შერჩევითა და გამოკითხვით. რესპოდენტთა უმეტესობას წარმოადგენს ისეთი კონტიგენტი, რომელთა საქმიანობა აბსოლიტურად დამოკიდებულია კომუნალურ მეურნეობაზე.
საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები „ასა“-ს ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ და ასოციაციის წარმომადგენლებმა გაზეთ „P.S“-ის საკონფერენციო დარბაზში, მასმედიასთან გაახმოვანეს. პრესკონფერენციაზე ზაზა ხელაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვის მიხედვით,კომუნალური მეურნეობის დარგებისადმი პრეტენზიულ დამოკიდებულებაში ნამდვილად შეუდარებელი ლიდერია ელენერგიით მომარაგება(35,1%), რომლის ნახევარზე ცოტა მეტს შეადგენს (18,2%) გაზმომარაგება და თითქმის ორჯერ ნაკლებია წყალმომარაგება.
რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ „ქუთგაზთან“ უფრო პარტნიორული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა, სჯობს, მათი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობს იმ უბნების მოსახლეობა, სადაც გაზსადენის მაგისტრალები არ შედის,ან შედის და დაზიანებულია, რის გამოც მოითხოვენ, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.
რესპოდენტთა მიერ გაცემული პასუხები ცხადყოფენ, რომ ქუთაისის ერთი მესამედი არ ენდობა ენერგოდისტრიბუცის ძირითად წარმომადგენელს („ქელასის სამართალმემკვიდრეს“)- ს/ს საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციოს ენერგოკომპანიას და აქვს „გადმოყვანილი“ დენები. ანუ მეორადი კვება; თუმცა, ხშირად ეს კვება არაა სხვა კომპანიების,არამედ თვით აღნიშნული კომპანიის მიერ ჩატარებული კომბინაციაა-ამის საილუსტრაციოდ ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის „ცრპ“-3 საფიჩხიაზეც გამოდგება. ქუთაისში მოქმედი სხვა ხუთი კომპანია ფლობს მხოლოდ აბონენტთა 12-15%-ს, ელენერგიის საფასურის გადახდა კი მახინჯდება მთელი ქუთაისის მასშტაბით, რადგანაც ტარიფით იხდის მხოლოდ 34,5%.
ქუთაისის მცხოვრებთა ანკეტური გამოკითხვის ჯამურ შედეგებში აღნიშნულია, რომ სადიტრიბუციო კომპანიისადმი მოსახლეობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და 62,2% შეადგენს. შედარებით კმაყოფილებაა გამოთქმული ადგილობრივი კომპანიების „აექსის“ და „რობას“ მიმართ.
ასეთ პირობებში კი გაურკვეველია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2004 წლის 23 ივნისი გადაწყვეტილება №11-1 სადაც მან ქუთაისში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანიებისათვის „აექსი“, „რობა“ და სხვა გააუქმა ლიცენზია, ხოლო მომხმარებლის ინტერესების შემლახველი კომპანიას საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას, რომელიც აწარმოებს ქუთაისში ელენერგიის დისტრიბუციას,არათუ დაუტოვა, არამედ გაუზარდა კიდეც არეალი.ამჯერად „სემეკი“-ს გადაწყვეტილება ქუთაისის პირობებისათვის იყო მომხმარებლის ინტერესებისათვის საწინააღმდეგო და ელექტროენერგეტიკის დარგში დარღვევებზე ხელშემწყობი- არნიშნულია ანკეტური გამოკითხვის ჯამურ შედეგში.
საყურადღებოა ანკეტის ერთი გრაფაც - რას იხდის მოსახლეობა 1 კვტ.სთ-ში. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი 8,1 თეთრს,ზოგი 10, ზოგიც 15 თეთრს და მეტს იხდის, გარკვეულმა ნაწილმა კი ვერ დაადგინა.
მართალია გამოკითხვაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ანალოგიური პრეტენზიები, ალბათ, ათასობით ქუთაისელს აქვს.
ზაზა ხელაძის განსაკუთრებული პრეტენზიები პრესკონფერენციაზე იმ ხელშეკრულებისადმი ისმოდა რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ „პი აი გოვენმეტს სერვისთან“ გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე, აუცილებლად ამ ჯგუფის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს საქართველოში ენერგეტიკის მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელად. მასში ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უარყოფილია და ნებისმიერი სადავო საკითხი, ლონდონში ინგლისი კანონმდებლობით უნდა გაირჩეს. ამ კაბალურ ხელშეკრულების გაფორმებაში ის საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.
„ასა“-ს მოსახლეობისადმი მიმართული მთავარი მესიჯი ასეთია: „ქალაქის მართვაში თქვენი მონაწილეობა მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია“.