აიპ "ასა" | NGO "ASA

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია „ასა“ შეიქმნა ქ. ქუთაისში ახალგაზრდა სპეციალისტთა მიერ 1994 წელს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ხელშეწყობის მიზნით. საკანონმდებლო ცვლილებების გამო ორგანიზაცია დარეგისტრირებულია ორჯერ (იუსტიციის სამინისტროს და ქალაქის სასამართლოს მისრ). 05.01.99 წელს ორგანიზაცია რეგისტრირებულია ქუთაისის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის #12/10-28. ორგანიზაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, წერეთლის #71.

„ასა“ არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს მხარეში რესურსულ ბაზის ათვისებისათვის მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ელექტროკომუნიკაციების საშუალებით ქმნის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრს სამივე სექტორისათვის. ეწევა ეკოლოგიურ სამუშაოებს. არსებობის განმავლობაში ასოციაციას შესრულებული აქვს 43 დიდი და პატარა პროექტი, რომელთა უზრუნველყოფაც ხდებოდა სხვადასხვანაირად – დაკვეთა, მომსახურეობა, თვითდაფინანსება, ტექნიკური დახმარება, საგრანტო და პარტნიორული პროგრამებით, შემოწირულობები და სხვა.